ნოემბრის ბოლოს, მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემებით დაზარალებული ხალხის დასახმარებლად პირველი პოსტი გამოაქვეყნა - მოხალისეთა ჯგუფი „ჰუმანიტარული ელფები“ - იგივე „ჰელფები“ მომენტალურად შეიქმნა. ამ ორი თვის განმავლობაში „ჰელფებმა“ მთელ საქართველოში 15 000-ზე მეტ ადამიანს მიუტანეს ერთი თვის სამყოფი საკვების მარაგი. შემოწირულობა 6000-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. პროექტი თვის ბოლოს სრულდება. თუმცა „ჰელფებიდან“ ერთ-ერთ ყველაზე პატარა მოხალისეს, 15 წლის „ჰელფის“, ნატა ნადირაძის ეს გამოცდილება არასოდეს დაავიწყდება.