წვიმის წვეთზე მცირე: როგორია „ნოვიჩოკის“ სასიკვდილო დოზა?
გადარჩენის როგორი შანსი აქვს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის? გერმანიის მთავრობის თანახმად, ის მოკვლის მიზნით მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. შხამების ცენტრებისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის ევროპის ასოციაციის მკვლევარი, ისმაილ ეფენდიევი ამბობს, რომ სასიკვდილო შეიძლება იყოს წვიმის წვეთზე 30-ჯერ მცირე დოზა. გერმანელი ექიმები ინფორმაციას მკურნალობის შესახებ, ალბათ, მიიღებენ ბრიტანელი კოლეგებისგან, რომლებსაც „ნოვიჩოკით“ სოლსბერიში მოწამლულის მკურნალობის გამოცდილება აქვთ.