ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.