ვიდეო კომენტარები
ყველაზე ისტორიული ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის 70-ე, საქართველოსთვის ისტორიული, ბაზრობა დასრულდა. 9-14 ოქტომბერს გერმანულენოვანი მკითხველის ყურადღება ქართული ლიტერატურისა და კულტურისკენ იყო მიმართული. საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე საქართველომ 72 მწერლის 350-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა. უცხო ენაზე 600 წიგნი გამოიცა. 11 გამოფენა მოეწყო. 14 სპექტაკლი და 20 ქართული ფილმი აჩვენეს. წიგნის ბაზრობა დასრულდა, ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობა კი გრძელდება.