Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცდილობენ, საქართველო კანონის კანონზე მიღებით რუსეთად აქციონ, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი: „ცდილობენ, საქართველო კანონის კანონზე მიღებით აქციონ რუსეთად. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან.“
სალომე ზურაბიშვილი: „ცდილობენ, საქართველო კანონის კანონზე მიღებით აქციონ რუსეთად. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან.“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის თავზე აცხადებს, რომ ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველობამ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა ევროკავშირის წინააღმდეგ.

„ცდილობენ, საქართველო კანონ-კანონ აქციონ რუსეთად. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.

„2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს ევროკავშირის გზის წინააღმდეგ და საბოლოოდ მიატოვეს იგი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმეორებს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, აღარ დარჩა არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი.

იგი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას და მას ანტიდემოკრატიულად და პრორუსულად მიიჩნევს.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG