ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტში მდებარეობს ინგლისელი ავტორის, ჯონ ალეკ ბეიკერის, ანუ ჯეი ეი ბეიკერის (1926 – 1987) არქივი, რომელშიც თავმოყრილია მისი დღიურები, ჩანაწერები, პირადი წერილები და სხვა მასალები. ჯეი ეი ბეიკერის ყველაზე ცნობილი წიგნია „შევარდენი“ (“The Peregrine”), რომელიც ინგლისში 1967 წელს დაიბეჭდა და დღემდე ითვლება ბუნების შესახებ დაწერილ ერთ-ერთ უდიდეს ტექსტად. არქივიდან რამდენიმე მასალის ფოტოები მოგვაწოდა მწერალმა, დოქტორმა ჯეიმს კენტონმა, რომელიც ესექსის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ჯეი ეი ბეიკერის გულმხურვალე თაყვანისმცემლებს შორისაა.