ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად ამ დღეს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა ისეო ქრისტე მონათლა. ეს დღესასწაული მართლმადიდებელ ეკლესიაში 19 იანვარს აღინიშნება. ტაძრებში წყალკურთხევა ტარდება და ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს ურიგდებათ.