„სამშობლოს გადარჩენის ალიანსის“ მიერ მოწყობილ თავყრილობებზე, რომლებიც დაიწყო მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ექვსკვირიანი ომის შემდეგ, ხალხი მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას, რადგან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ბაქოსთან რუსეთის შუამავლობით, რასაც მოჰყვა საომარი მოქმედების შეწყვეტა, ბევრს სომეხს დამამცირებელ მარცხად მიაჩნია. ერევნის ცენტრში ფაშინიანმაც გამართა შეხვედრა, სადაც მოუწოდა მომხრეებს, შეუერთდნენ მას „დემოკრატიის დასაცავად“. ის გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა გასულ კვირაში, როცა არმიამ მისი გადადგომა მოითხოვა, რაც პრემიერმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გაუთანაბრა.