Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოუმზადებლობის ნიშნები ეტყობოდა ქართულ მხარეს"


8 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო უჩა ნანუაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა 7 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო მთავარი საკითხი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვიერად გააცნო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნის შესახებ ინფორმაცია. უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ყველა ფორმატია გამოსაყენებელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, აგრეთვე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვისთვის. უჩა ნანუაშვილი 7 ივნისს ერგნეთში შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილზე ჩავიდა და განაცხადა, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრს", როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის უფლებების დამცველ ორგანიზაციას აქვს სურვილი და მზაობა მონაწილეობა მიიღოს IPRM-ის ფორმატში. ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება. გარდა ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ის სწავლობს ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. "დილის საუბრებში" უჩა ნანუაშვილი აღწერს პრობლემებს, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ ამ არეალში მცხოვრებ მოქალაქეებს. უპირველეს საკითხად ის უსაფრთხოების გარანტიებს ასახელებს. უჩა ნანუაშვილმა ილაპარაკა აგრეთვე ერთ კონკრეტულ საქმეზე - სოფელ დიცში მცხოვრებ მოქალაქეს საჯარო რეესტრი არ ურეგისტრირებს მიწის ნაკვეთს, რომელსაც ის წლებია ამუშავებს.

უჩა ნანუაშვილი ერგნეთის შეხვედრაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:14 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG