Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სტუდენტობა თუ ბრძოლა გადარჩენისთვის?”


ავტორი: ლიზი სიხარულიძე

ბოლო წლებში საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები, რამაც გამოიწვია ცხოვრების ხარჯების ზრდა და რიგი ფინანსური პრობლემებისა, რომელიც მალევე გადაიზრდა მორალურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემაში. ეს ფონი კი ფართო და დიდია ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც თბილისია. დედაქალაქი, სადაც ყოველწლიურად უამრავი სტუდენტი და ახლადფეხადგმული ახალგაზრდა იყრის თავს. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ვთვლი ეს პრობლემა აქტურალურია და ყოველი სასწავლი წლის დაწყებისთანავე დგება დღის წესრიგში. ისინი ცხოვრების ამ საწყისს ეტაპზევე ეჯახებიან ფინანსურ უსამართლობასა და უთანასწოროებას. გარდა ადგილობრივი სტუდენტებისა, განსაკუთრების რეგიონებიდან ჩამოსული და თვითდამკვიდრებისთვის მარტოდ განწირული ახალგაზრდები. ზემოთ აღნიშნულმა ეკონომიკურმა ცვლილებებმა გამოავლინა მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა ნავიგაცია რთულია. ამ გამოწვევებს შორის ყველაზე აქტუალური ალბათ დამეთანხმებით არის არათანაბარი ფასების დიაპაზონი და შეზღუდული სამუშაო შესაძლებლობები.

სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სამუშაო, როგორც წესი, საცალო ვაჭრობის ან მომხმარებლთან მომსახურების სფეროა, სადაც ხშირად გვთავაზობენ დაბალ ხელფასს, რომელიც არ შეესაბამება ცხოვრების მზარდ ღირებულებას, ასევე შეუსაბამო გრაფიკს, რომელიც როგორც წესი “სტუდენტზე მორგებული გრაფიკით” ხასიათდება, თუმცაღა არანაირად არ შეესაბამება ამ დასახელებით გადმოცემული სიტყვების შინაარსა. თუ მაინცდამაინც დაიყოლიე დამსაქმებელი შენთვის ხელსაყრელ გრაფიკზე, მაშინ დათმობა გიწევს შედარებით მაღალი ანაზღაურების და მინიმალურ, არსებობისთვისაც არა საკმარის ხელფასზე გიწევს თანხმობა. რეალობა ის არის, რომ სტუდენტური სამუშაო ადგილების უმრავლესობა გთავაზობთ მინიმალურ ხელფასს ან ოდნავ უფრო მაღალს, რაც ხშირად არასაკმარისია ქირის, კვების, ტრანსპორტირების და სხვა საჭიროებების მაღალი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, ართულებს სტუდენტების განათლების მიღებას და სტუდენტს განათლებით, შესაძლებლობებით და ზოგადად სტუდენტური ცხოვრებოთ დატკბობის ნაცვლად აიძულებს იბრძოლოს საკუთარი თავის რჩენისთვის. შედეგად, სტუდენტები ხშირად იძულებულნი არიან იმუშაონ ხანგრძლივად, ხშირად სწავლის ხარჯზე, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გამოიტანონ და აღნიშნული განათლების საფასური გადაიხადონ. ალბათ, მხოლოდ სწავლის საფასური რომ იყოს პრობლემა, უკეთესი სურათი დაიხატებოდა, თუმცა ამ პრობლემას ართულებს ქირის საკითხი. თბილისში, მაგალითად, ქირის ფასები გაიზარდა, რის გამოც სტუდენტებისთვის თითქმის შეუძლებელია იპოვონ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. ერთოთახიანი ბინის საშუალო ღირებულება ქალაქის ცენტრში ადვილად შეიძლება გადააჭარბოს თვეში 1000 ლარს, ეს მაჩვენებელი სტუდენტური ბიუჯეტის უმეტესობას სცილდება. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ამ სტუდენტებს ხშირად არ აქვთ სხვა არჩევანი, გარდა თბილისში გადარჩენისთვის ბრძოლისა. თუმცა, ქირის მაღალი ღირებულება ბევრს აიძულებს იცხოვრონ გადატვირთულ, უხარისხო საცხოვრებლებში ან ყოველდღიურად შორ მანძილზე გადაადგილდნენ, რაც მათ ფინანსურ და ფიზიკურ დატვირთვას უმატებს, ფსიქოლოგიურადაც აზარალებს და აუდიტორიებში გამოფიტულები სხედან, არსებული სწავლის წყურვილით ჩაკლული, ცარიელი კუჭით და გახვრეტილი შარვლის ჯიბით.

ფართოდ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რადგან ისიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა არსებულ პრობლემებს სერიოზულობით. დაბალი ხელფასისა და მაღალი ქირის კომბინაცია საზიანო გავლენას ახდენს სტუდენტების განათლებაზე და საერთო კეთილდღეობაზე. ფინანსურმა სტრესმა, რომელიც მიზნად ისახავს თავის გატანას, შეიძლება გამოიწვიოს გადაწვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და აკადემიური მოსწრების დაქვეითება. სტუდენტებს, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ დიდხანს, შეიძლება გაუჭირდეთ სწავლის გაგრძელება, რეგულარულად დასწრება ლექციებზე ან მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. უფრო მეტიც, ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებლისა და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ნაკლებობა ძირს უთხრის მთავრობის ძალისხმევას განათლებისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობისთვის. თუ სტუდენტები ფინანსური სტრესის გამო ვერ ახერხებენ სწავლაზე ფოკუსირებას, ქვეყანა რისკავს დაკარგოს ნიჭიერი პიროვნებების თაობა, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს მის მომავალ ზრდასა და განვითარებაში.

ფასების დიაპაზონის განსხვავება და სტუდენტური სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ქირის მზარდი ღირებულება, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში სტუდენტებისთვის და ალბათ კარგად ახსოვთ სტუდენტებს, ის კორონას შემდომი მღელვარება, როცა სახელწიფომ გამოუცხადა მოულოდნელი სწავლის აღდგენა და აუდიტორიებში გამოცხადების აუცილებლობა, მაშინ როცა სტუდენტთა უმრავლებოსა სამსახურების გარეშე დარჩა, მშობლიულ რეგიონში დაბრუნება მოუწია და ყველანაირი შემოსავლის გარეშე გაძვირებულ თბილისში დაბრუნების აუცილებლობა დაუდგა, ან თუნდაც უკრაინის ომის ზენიტში ყოფნისას, როცა ომს გამოქცეული რუსები თუ უკრაინელები საქართველოს მოაწყდნენ და თბილისში დაბინავება გადაწყვიტეს. მაგ დროსაც, კიდევ ერთხელ მოუწია სტუდენტებს დასჯახებოდნენ არპროპოციული ფასების ზრდას და ფინანსურ სტრესს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღესაც დგას და ყოველდღიურად ათასობით სტუდენტი აწყდება. ვთვლი, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს, რადგან ყველა სტუდენტს, განურჩევლად მათი ფინანსური მდგომარეობისა, ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას სწავლაში და წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავალში.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG