წლევანდელ "სპორტფოტოზე" 12 ფოტოგრაფის 150 ნამუშევარი გამოიფინა.
პროექტი "სპორტფოტო" 2014 წლიდან არსებობს და ყოველ თებერვალს განვლილი სპორტული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ფოტოკადრებით აჯამებს.
ამ წლების მანძილზე პროექტში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა და ფოტომოყვარულმა.
ტრადიციულად გამოიფინა რაგბის, კალათბურთის და ფეხბურთის ამსახველი ფოტოები.
ძიუდო, თბილისის გრანპრი - მარიამ ჭანტურია.
საიუბილეო, მე-5 "სპორტფოტოს" კატალოგში იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები დაიბეჭდა, ვინც პროექტში დაარსების დღიდან მონაწილეობდა.