Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ არჩევს უზენაესი სასამართლოსთვის კანდიდატებს?


რის საფუძველზე და რა პროცედურით შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი? ეს არის მთავარი საკითხი, რაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) არის ერთ-ერთი ორგანიზაცია იმ 9-ს შორის, რომელიც პარლამენტისგან მოითხოვს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას, ვიდრე არ შეცვლის კანონმდებლობას და "შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას". სოფო ვერძეული, EMC-ს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი ლაპარაკობს "დილის საუბრებში" რისკებზე, რასაც მესამე ინსტანციის სასამართლოს არასწორად დაკომპლექტება ქმნის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG