Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა


რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათივე წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეულები, საქართველოს ნაკრების ათი წევრიდან კი ოთხმა შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. იური ლომაძემ (72 კგ) და ლევან არაბულმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ამირან შავაძემ (60 კგ) - ბრინჯაოები.

13 თებერვალს ევროპირველობაზე მხოლოდ ქალები იჭიდავებენ და დღე ქართველების გარეშე ჩაივლის, რადგან საქართველოს ნაკრებს ქალთა შორის მონაწილეები არ ჰყავს. 14-16 თებერვალს კი ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და ევროკონკურენციაში ათი ქართველი ჩაებმება.

XS
SM
MD
LG