Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კითხვები: დავრჩე?.. გამოვიდე?..


  • „თუკი გამოეთიშებიან ამ სქემას, უნდა იზრუნონ დაგროვების ალტერნატიულ გზაზე სიბერის დასაზღვევად“

  • „სიამოვნებით მოვისმენდი მსჯელობას არა იმაზე გვჭირდება, თუ არა ეს საპენსიო რეფორმა, არამედ როგორ იყოს ეს რეფორმა ამოქმედებული საუკეთესოდ იმ რესურსებით, რაც ქვეყანაშია“

ახლოვდება დრო, როცა საქართველოს დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეთა ნაწილს შეეძლება და მოუწევს გააკეთოს არჩევანი აგრძელებს ამ გზით თანხის დაგროვებას, თუ წყვეტს. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დასაქმებული ყველა პირი ჩართულია დაგროვებითი პენსიის სქემაში. მათმა ნაწილმა, რომელიც აპირებს გამოვიდეს ამ პროცესიდან, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორთვიან პერიოდში.

კერძოდ, ვის და როგორ შეუძლია ეს გააკეთოს, განმარტებულია საპენსიო სააგენტოს საიტზე:

„2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულ იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი, აქვთ უფლება დატოვონ საპენსიო სქემა, საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის გზით. დეტალური ინფორმაცია საპენსიო სქემის დატოვების წესის შესახებ გამოქვეყნებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.pensions.ge. საპენსიო სქემაში კვლავ გაწევრიანება შესაძლებელი იქნება დამსაქმებლისთვის განცხადებით მიმართვის გზით“.

„დილის საუბრებში“ სალომე მოისწრაფიშვილი, ორგანიზაციის - „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ წარმომადგენელი მსმენელთან ერთად იხილავს ფაქტორებს, რომელთა ცოდნა და შეფასებაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად.

სახელმწიფოს მიერ ფინანსური პასუხისმგებლობის შესრულების გამოცდილების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს და ბევრი სხვა ფაქტორის გამო ადამიანების ნდობის ხარისხი სახელმწიფოს მიმართ მაღალი ვერ იქნება. ერთი მხრივ, რთულია სიბერის უზრუნველსაყოფად დაგროვების რაციონალური ალტერნატივის მონახვა. სხვა საქმეა, როგორი სქემა იქნებოდა ამისთვის უფრო ეფექტიანი და დაცული. სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსი ვერ გაწვდება საპენსიო ასაკის მოსახლეობის ღირსეული ცხოვრებისთვის ადეკვატური თანხით უზრუნველყოფას იმ სისტემით, რაც დღემდე მოქმედებს. თუმცა, როგორ შეიძლება დაზღვეული იყოს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შედეგი, რომ დასაქმებულებმა, ვისი შემოსავლის 2%-იც საპენსიო ანგარიშზე დაგროვდება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს 2-2%-თან ერთად, საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ არ ინანოს თავისი ან ხელისუფლების მრავალის წლის წინანდელი გადაწყვეტილება?

სალომე მოისწრაფიშვილი ამ ეტაპზე მსჯელობის საგნად არა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის არსებობა-არარსებობას, არამედ საქართველოს რეალობაში უკვე დანერგილი სისტემის მაქსიმალურად დაზღვევის გზებს თვლის.

იმ პირებს (და სხვებსაც) კი, ვინც გადაწყვეტს საპენსიო სქემიდან გამოსვლას, სალომე მოისწრაფიშვილი ურჩევს მონახონ გზა სიბერის უზრუნველსაყოფად დანაზოგის გასაკეთებლად:

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG