Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საად შირაზელი


საად შირაზელი
please wait

No media source currently available

0:00 0:36:08 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს გენიალური სპარსელი პოეტის, საადი შირაზელის დიდაქტიკურ პოემა „ბუსთანზე“.

დიდი საადის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ მწვერვალად არის აღიარებული. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შეადგენს ლირიკულ ლექსთა ოთხი დივანი, ლექსნარევი პროზით დაწერილი იგავ-არაკული ჟანრის თხზულება „გოლესთანი“ და, რაც მთავარია, პოემა „ბუსთანი“.

საადიმ განვლო უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. დაიბადა ფარსის პროვინციაში, ქალაქ შირაზში. განათლება მიიღო ბაღდადის ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში „ნიზამიეში“ იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა წმინდა ადგილთა მოსანახულებლად და ოცდახუთწლიანი „ჰაჯის“ შესასრულებლად.

ბოლოს მრავალ ქვეყანანანახი და დაბრძენებული პოეტი უბრუნდება თავის მშობლიურ მხარეს, შირაზს და წერს დიდაქტიკური ხასიათის ორ ნაწარმოებს: „ბუსთანს“ (1256–1257) და „გოლესთანს“ (1257–1258). ამ ორმა თხზულებამ ავტორს უაღრესად დიდი სახელი მოუხვეჭა, იმდენად დიდი, რომ დიდაქტიკოსმა საადიმ თითქმის „დაჩრდილა“ ლირიკოსი-საადი. ქართული ენაზე 1964 წელს გამოიცა დავით კობიძის მთლიანად ნათარგმნი „ბუსთანი“.

XS
SM
MD
LG