რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლონდონში მცხოვრებ რუს მწერალ ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა.
მისი სახელი და გვარი, ფოტოსთან ერთად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში პარასკევს, 26 იანვარს გამოჩნდა.
ცოტა ხნით ადრე, 18 დეკემბერს, ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი). საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ „ტერორისტთა და ექსტრემისტთა“ სიაში შეიყვანა, იუსტიციის სამინისტრომ კი - „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის
2023 წლის დეკემბერში რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა და წიგნების უდიდესმა მაღაზიამ გამოაცხადეს, რომ აღარ თანამშრომლობენ აკუნინთან და კიდევ ერთ პოპულარულ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან, მათ მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდასაჭერი და ანტირუსული განცხადებების გამო.
აკუნინმა, - თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილმა მწერალმა, - 2014 წელს დატოვა რუსეთის ფედერაცია და მას შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს.
„მე ვიცი, სად იმყოფება“, - ასე გამოეხმაურა აკუნინი ძებნილ პირთა სიაში შეყვანას.