Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია მთაწმინდაზე წარწერა "თბილისის" განთავსებას განიხილავს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ფუნიკულიორის ფერდობზე წარწერა "თბილისის" განთავსებაზე ისაუბრა.
"ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა - „თბილისი“, ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა „თბილისი“ იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას" - კახა კალაძე.

როგორც კალაძემ განაცხადა, მერია საკითხს განსახილველად მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე გაიტანს, რადგან მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს.

როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

XS
SM
MD
LG