რეზო ესაძეს ვარკვლავი კინოთეარტ "რუსთაველის" წინ 85-ე დაბადების დღეზე გაუხსნეს. ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.
ვარსკვლავის გახსნასთან ერთად ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნახატების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.
რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე არაერთი ჯილდოსა დაღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.
მას გადაღებული აქვს 11 ფილმი, შესრულებული აქვს 10 მთავარი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში.