Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამოცდის მოხსნა არის მნიშვნელოვანი არასაჭირო ტვირთის ჩამოცილება, მაგრამ..."


NDI-ს ბოლო გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარი (3%+47%) თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ან კარგად ართმევს თავს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას. იმავე გამოკვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 73% თვლის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია რეპეტიტორი, 55% თვლის, რომ სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის არის აუცილებელი კერძო მასწავლებელი, 47%-ის აზრით კი, სკოლაში კარგად სწავლისთვისაც რეპეტიტორია აუცილებელი.

განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელ ინიციატივებს შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოსაშვები გამოცდების გაუქმების იდეას მოჰყვა. ბევრი სიხარულს გამოხატავს, ბევრიც ჩაება მსჯელობაში: რას მისცემს ეს სტიმულს? რას მოიტანს ეს გადაწყვეტილება და რამდენად გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს?

განათლების სპეციალისტი, რევაზ აფხაზავა თვლის, რომ გამოცდები და გამოცდებისთვის მზადება "არ არის კარგი განათლების ნაწილი". სხვა საკითხია, რომ გამოცდები რეპეტიტორობის ინსტიტუტს აძლიერებს და სოციალურ უთანასწორობას ამძაფრებს. "ამ დროს პირიქით უნდა იყოს: რაც ნაკლები გაქვს შესაძლებლობები, მით მეტი სერვისები უნდა მოგაწოდოს სახელმწიფომ", - ამბობს რევაზ აფხაზავა.

განათლების სპეციალისტის შეფასებით, გამოცდებისთვის მზადების პროცესი სხვაა და დინამიური, გამოყენებითი განათლების მიღება სხვა პროცესს მოიაზრებს.

მთავარი - საქმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოცდების გაუქმებაში არ არის, ბევრი სხვა საკითხია გასაანალიზებელი, რაც მოსწავლისთვის სკოლის აქტუალურობას გაზრდიდა.

რევაზ აფხაზავა ლაპარაკობს მოსწავლის შეფასების სისტემის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზეც.

დასასრულ, ტექნოლოგიების განვითარება არ ცვლის იმას, რომ "პედაგოგი რჩება საკვანძო ფიგურად ზოგადი განათლების სფეროში", - "დილის საუბრების" სტუმარი ამბობს, რომ პედაგოგების კორპუსის განვითარება და გაძლიერება არის უმთავრესი საკითხი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG