შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2018 წლის სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის ან 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ. რატომ ქურდობენ ბავშვები და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ დანაშაულის შესამცირებლად? რადიო თავისუფლება ამ საკითხზე ბავშვთა ფსიქოლოგს, მაია ცირამუას გაესაუბრა.
რა არის დანაშაულის ჩადენის ძირითადი მიზეზი?
14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენის მაღალი სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყანაში სოციალური სამსახურების და განათლების სისტემის არაეფექტიან მუშაობას.
არაეფექტიან მუშაობაში რა იგულისხმება?
დროული რეაგირებას არარსებობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ან უგულებელყოფილ ბავშვებზე, რომლებიც ძირითადად ოჯახის მეთვალყურეობის მიღმა რჩებიან. ხშირად განათლების სისტემის მიღმაც. ხშირად, დანაშაული, მჭიდრო კავშირშია სიღარიბესთან.
არასრულწლოვანთა დანაშაულებს შორის ქურდობა ყველაზე ხშირია. რატომ?
ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება: სიღარიბის დაძლევის პროგრამა, მშობლის პოზიტიური უნარების პროგრამა, ოჯახის გაძლიერების, რთული ქცევის დაძლევის პროგრამები და სხვა. ხშირად, ასეთ ბავშვთა ფსიქოლოგებიც აბსოლუტურად უსუსურები არიან...
ქურდობა ბავშვებში, მოპარვის ქცევა, ან მოწყალების თხოვნა ბავშვის მხრიდან არის თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მაშინაც კი, როცა ასეთ ბავშვებს სახელმწიფი დაინახავს და ისინი მისი ზრუნვის ქვეშ ექცევიან, მათ ძალიან უჭირთ ამ ტიპის ქცევისგან თავის შეკავება. ეს არის ქცევა, რომელიც მათთვის კავშირშია დაცულობის განცდასთან, უსაფრთხოების შეგრძნებასთან და ღრმად არის გამჯდარი ბავშვის ფსიქიკაში. როდესაც ასეთი ბავშვები გადაჰყავთ ე.წ. ბავშვთა სახლებში ან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში, ამ ბავშვების პირად სივრცეში ხშირად იპოვით მოპარულ ფუნთუშას, კანფეტს. ამ ქცევის გარეშე ისინი დაცულობის შეგრძნებას ვერ მოიპოვებენ და ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება იმას, რომ გათავისუფლდნენ ამ ტიპის ქცევისგან.
ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ უნდა დაეხმაროს ბავშვებს?
პირველი, ვინც იმ პრობლემების მქონე ბავშვს ხედავს, პოლიციელია. ხედავს მაშინ, როცა მისი ქცევა უკიდურესად გართულებულია. და აქ ყოველთვის ჩნდება კითხვა - სად არის ასეთ დროს სხვა სამსახურები. რატომ ვერ ხედავს ბავშვს დროულად, მაგალითად, სკოლა. და თუ ხედავს, რატომ არ ხდება მისი გადამისამართება. თუმცა, სამწუხაროდ, მაგ შემთხვევაშიც არა აქვს სახელმწიფოს საკმარისი რესურსი.
სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას „კომპლექსური მოგვარებაში“ ხედავს. რას გულისხმობს?
რამდენად არის მზად სახელმწიფო თინეიჯერების ცხოვრების გასამრავალფე-როვნებლად? იმ რისკების შემცირებისთვის, რაც, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომც გამოვრიცხოთ, თან სდევს თინეიჯერობის ასაკს. როცა ბავშვს მოზარდობის ასაკში გული გარეთ მიუწევს, რა ხვდება იქ? რას ახვედრებს მას სახელმწიფო? არის გამართული სპორტული მუშაობა?...
ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება: სიღარიბის დაძლევის პროგრამა, მშობლის პოზიტიური უნარების პროგრამა, ოჯახის გაძლიერების, რთული ქცევის დაძლევის პროგრამები და სხვა. ხშირად, ასეთ ბავშვთა ფსიქოლოგებიც აბსოლუტურად უსუსურები არიან, რადგან ხედავენ, ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ჰქონდეს საჭმელი, ვიდრე ჩართული იყო ბრაზის მართვის ან დანაშაულის გააზრების პროგრამაში.
შეიძლება თუ არა, რომ ამ ბავშვების უკან ვინმე იდგეს, თუნდაც ორგანიზაციული ჯგუფი? რატომ?
შესაძლებელია. დღეს ჩვენ გვაქვს ბავშვზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის თანახმად 14 წლამდე პირებს პოლიცია არ აკავებს, 14-დან 18 წლამდე ასაკის პირები კი ხვდებიან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში. გამორიცხული არ არის, რომ ამას ვიღაც სათავისოდ იყენებს. ბავშვებს ეუბნებიან, შენ არ დაგიჭერენ, მიდი, მოიპარე! ბავშვი კი, მოზარდობის ასაკში სულ რაღაც თავგადასავალს ეძებს, სადაც დიდი დოზითაა ადრენალინი. ასეთი ტიპის ქმედებებში ძალიან იოლია ბავშვის აყოლიება.
სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს?
ამ საკითხს სახელმწიფომ ძალიან ბევრი კუთხიდან უნდა შეხედოს. რამდენად არის მზად სახელმწიფო თინეიჯერების ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად? იმ რისკების შემცირებისთვის, რაც, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომც გამოვრიცხოთ, თან სდევს თინეიჯერობის ასაკს. როცა ბავშვს მოზარდობის ასაკში გული გარეთ მიუწევს, რა ხვდება იქ? რას ახვედრებს მას სახელმწიფო? არის გამართული სპორტული მუშაობა? არის რეკრეაციული სივრცეები? არის მათთვის ხელმისაწვდომი სპორტული თუ მუსიკალური კლუბები? ხშირად ბავშვი გარეთ სახიფათო „თავგადასავალს“ ეძებს. და ეს თავგადასავალი ზუსტად იმას აძლევს ბავშვს, რაც მაგალითად, გადაცემა „წიგნების თაროში“ მონაწილეობა, სადაც ის არის დაძაბული, სადაც მან შეიძლება მოიპოვოს აღიარება, სადაც არის შეჯიბრი და გამარჯვება. და ადრენალინი. მოზარდებს სწორედ ასეთი რამეები შესთავაზოს სახელმწიფომ.
კანონის გამკაცრება თუ უშველის ამ პრობლემას?
არა. კანონის გამკაცრება, ბავშვების ციხეში ჩასმა, კიდევ უფრო მეტად ზრდის განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელს. და ამას ადასტურებს არაერთი გამოკვლევა. უკეთესი შედეგი აქვს ბავშვზე ორიენტირებულ, ჰუმანურ მიდგომას. სიღარიბის მაჩვენებელზე, ძალადობაზე დროული რეაგირება პირდაპირ კავშირშია დანაშაულის პრევენციასთან.