რატომ უტევს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს?
ბოლო პერიოდში საქართველოში თვალსაჩინოდ გამოვლინდა არასამთავრობო სექტორზე ვერბალური თავდასხმა „ქართული ოცნების" ლიდერებისა და უმაღლესი თუ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ წოდებული და პოლიტიკურ მიკერძოებაში დადანაშაულებული გავლენიანი ორგანიზაციები მათკენ მიმართულ შეტევას „უპრეცედენტოს“ უწოდებენ. ვერბალური თავდასხმის უმთავრეს სამიზნეებად იქცნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად გმობს ამგვარ მიდგომებს მესამე სექტორის მისამართით. გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორზე ვერბალური თავდასხმა დაუშვებელია ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს.
ეპიზოდები
-
ივლისი 29, 2019
ვინ აფინანსებს ანტისაოკუპაციო აქციას?
-
ივლისი 29, 2019
"თავისუფლების #კითხვები": რა ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით?
-
ივლისი 28, 2019
დასავლეთის საიმედო პარტნიორი არასახარბიელო რეიტინგებით