რამდენად სანდოა ჩინური ვაქცინა?
საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის, თუმცა ჩინურ ვაქცინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლიათ. რამდენად სანდოა ჩინური ვაქცინები, როგორია "სინოფარმის" ეფექტიანობა და ვის შეუძლია ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში? - ამ შეკითხვებზე გვიპასუხებს მედისონის ამბულატორიული ქსელის მრჩეველი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, მაკა ბულეიშვილი.