Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ხმა არ მისცა „ქართული ოცნების“ 35-მა დეპუტატმა  


პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ხმა არ მისცა „ქართული ოცნების“ 35-მა დეპუტატმა. კანონპროექტის ინიციატორი თავად მმართველი გუნდი იყო.

დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს:

ნინო წილოსანი,

მერაბ ქვარაია,

შოთა ხაბარელი,

ვიქტორ ჯაფარიძე,

კარლო კოპალიანი,

გურამ მაჭარაშვილი,

გოგა გულორდავა,

გოგი მეშველიანი,

მიხეილ ყაველაშვილი,

ოთარ ჩრდილელი,

დავით სონღულაშვილი,

რუსლან პოღოსიანი,

თენგიზ ხუბულური,

თამაზ ნავერიანი

სავალან მირზოევი,

იოსებ მაკრახიძე,

რომან მუჩიაშვილი,

ირაკლი (დაჩი) ბერაია,

სულხან მახათაძე,

დიმიტრი მხეიძე,

სამველ მანუკიანი,

შალვა კიკნაველიძე,

მუხრან ვახტანგაძე,

კობა ლურსმანაშვილი,

გოჩა ენუქიძე,

ედიშერ თოლორაია,

გოდერძი ჩანქსელიანი,

კობა კობალაძე,

ირაკლი აბუსერიძე,

გიორგი კოპაძე,

ირაკლი მეზურნიშვილი,

ირაკლი შიოლაშვილი,

ცოტნე ზურაბიანი,

ირაკლი ხახუბია,

დიმიტრი ხუნდაძე.

კენჭისყრის დოკუმენტი

101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი იმყოფებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. „კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

XS
SM
MD
LG