Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: აიასი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“, რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პერსონაჟებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ჰომეროსის „ილიადისა“ და სოფოკლეს ტრაგედიის, „აიასის“ პერსონაჟზე, აიასზე, ანუ როგორ მას ხშირად უწოდებდნენ, აიას დიდზე. აიას ტელამონის ძე ყველაზე დიდი ბერძენი გმირია მისივე ბიძაშვილის, აქილევსის შემდეგ. ფეხბურთის ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, ის ისეთივე შეუცვლელია დაცვის ხაზში, როგორც აქილევსი თავდასხმაში. ესაა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი თვითმკვლელი, ტრაგიკული პერსონაჟი. რატომ არ ხვდა წილად სწორედ აიასს აქილევსის სიკვდილის შემდეგ ამ დიდი გმირის აღჭურვილობა, რით აჯობა მძლავრ გმირს ცბიერმა ოდისევსმა, რატომ მოიკლა თავი ამაყმა აიასმა, რატომ არ სწყალობდნენ ამ გმირს ღმერთები, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG