Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ, სადაც კარვები აიღეს, დაკავებულია 10-მდე ადამიანი


პარლამენტის წინ, სადაც თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა საპროტესტო კარვები აიღეს და მის ნაცვლად მინი ატრაქციონები დაამონტაჟეს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებიც სულ მცირე, პოლიციის 6 მანქანით გაიყვანეს პარლამენტის წინ ტერიტორიიდან. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლის სალომე ბარკერის ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ნოდარ რუხაძე, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, ზური მჟავანაძე და გიროგი მუმლაძე.

დაძაბულობა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის გრძელდება.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი, ელენე ხოშტარიაც.

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დღეებში პარლამენტის წინ საბავშვო გასართობი ადგილისა და მარკეტის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს მათ წინასწარ მიაწოდეს. როგორც ისინი აცხადებენ, კარვების აშლა წინააღმდეგობის გარეშე მოხდა და ინფრასტრუქტურა დასაწყობდება, ხოლო მიმართვის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა გადაიფიქრა.

XS
SM
MD
LG