Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ სოფელში დასაფლავებას ახლობლები შორიდან უყურებდნენ


ზუგდიდში მცხოვრები ნანი უზარაშვილი 7 წლის უნახავი ბიძაშვილის დასაფლავებას თვალს საოკუპაციო ხაზიდან ადევნებდა.70 წლის მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში გარდაიცვალა და 9 აპრილს ამავე სოფელში დაკრძალეს. ნათესავები, რომლებსაც ე.წ. საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, დაკრძალვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიიდან უყურებდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიასა და ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიას მდინარე ენგური ყოფს. სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს რკინის ხიდი, რომლის ბოლომდე გავლაც აკრძალულია. აკრძალვებს მოქალაქეებს იქ გავლებული მავთულხლართებიც ახსენებს. ნანი უზარაშვილი თავადაც ოკუპირებული სოფლის, ოტობაიის მკვიდრია. თუმცა უკვე წლებია ჩასვლას ვერ ახერხებს. 9 აპრილს ის შორიდან უყურებდა სოფელს, სადაც გაიზარდა, სადაც ბავშვობა გაატარა ბიძაშვილთან ერთად, რომელიც შორიდან დაიტირა. კამერებთან უფრო ვრცლად საუბარს მოერიდა. თქვა, რომ ბიძაშვილის ოჯახს უფრთხილდება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG