3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც 1 ოქტომბერს შევიდა პარლამენტში. ოთარ ანგურიძე აღნიშნავს, რომ მთავრობისა და პრემიერის ცვლილების მიუხედავად, საბიუჯეტო მიდგომები არ შეცვლილა.