Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო რიჟამაძე: "კენჭისყრის წინა დღეს საზეიმოდ გაიხსნა გაზგამანაწილებელი სისტემა"


30 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებიას და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ შუალედური არჩევნების წინა პერიოდსა და არჩევნების დღეს აღნუსხულ დარღვევებზე. ნინო რიჟამაძე თვლის, რომ უფრო მკაცრი მიდგომაა საჭირო გადასატანი ყუთების საჭიროების მქონე ამომრჩევლების სიის შედგენისას. ამ სიების სიდიდე ქმნის არაერთი პრობლემას, მათ შორის: ასეთ დროს ნაკლებად ხერხდება ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, არ ხდება ამომრჩევლის მარკირება, მკაცრად არ კონტროლდება გადასატანი ყუთის საჭიროების დასაბუთება და ა.შ.. როცა ასეთი საჭიროების მქონე ამომრჩევლების რაოდენობა ოლქში მყოფ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ს აჭარბებს, საჭიროა საოლქო კომისიამ იმსჯელოს სიის გაზრდის დასაბუთებულობაზე. ISFED-ის წარმომადგენლებმა 28 აპრილის არჩევნებზე 4 საჩივარი დაწერეს, პროცედურული ხასიათის. ნინო რიჟამაძე განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც ერთ ოლქში გამართულ არჩევნებზე დაკვირვება: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა პროცედურული დარღვევები გამოიკვეთება, რა სიმპტომებით ხასიათდება ეს პროცესი და რა რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციებს იმისთვის, რომ უფრო დიდი და მასშტაბური არჩევნები დაცული იყოს ასეთი ხასიათის დარღვევებისგან". ISFED-ის წარმომადგენელმა ილაპარაკა აგრეთვე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე და ხელისუფლების წარმომადგენელთა მობილიზაციაზე.

ნინო რიჟამაძე შუალედურ არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:24:43 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG