Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უნდა მიეცეს სასამართლო სისტემას დამოუკიდებლად არსებობის უფლება"


გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტში გამართულ ღონისძიებას, რომელზეც ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ, ესწრებოდა საქართველოს ორი წარმომადგენელი: ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნინო ელბაქიძე, ქართველი უფლებადამცველი, იურისტი. "დილის საუბრები" ნინო ელბაქიძეს აშშ-ში დაუკავშირდა. ის ჰუბერტ ჰამფრის სტიპენდიანტია და ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯში იღრმავებს ცოდნას.

წლების განმავლობაში ნინო ელბაქიძე თავის სხვა კოლეგებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სასამართლო რეფორმების საკითხებზე მუშაობასა და უფლებადაცვით საქმიანობაში. "არავის უნდა მიეცეს საშუალება მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მარლთმსაჯულების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს", - ამბობს ნინო ელბაქიძე და თვლის, რომ ბოლოსდაბოლოს მართლმსაჯულების სისტემას უნდა მიეცეს დამოუკიდებლად არსებობის უფლება. ის მალე დაბრუნდება საქართველოში და საქმიანობის გაგრძელებას კვლავ უფლებადაცვით სფეროში გეგმავს.

რით განასხვავებს ის აშშ-ის და საქართველოს განათლების სისტემებს და რას ფიქრობს საქართველოში სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე? მოისმინეთ მასთან ინტერვიუ "დილის საუბრებში":

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG