Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„8-წლიანი ძიება დასრულებულია“ - თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ ბიოლოგიური მშობელი იპოვა


თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ რვაწლიანი ძიების შემდეგ, ბიოლოგიურ მშობელს მიაგნო
თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ რვაწლიანი ძიების შემდეგ, ბიოლოგიურ მშობელს მიაგნო

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, - ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს, - ამბობს, რომ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, მან საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა.

„რვაწლიანი ძიება დასრულებულია. მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“, - ამბობს თამუნა მუსერიძემ პირველ სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი ვიდეოს 12 საათში უკვე 600 000-ზე მეტჯერ ნახეს.

„ამ ეტაპზე ვერ ვამბობ სხვა დეტალებს, თუმცა, იმედი მაქვს, რაც პირადად ვნახავ, შემდეგ მომეცემა საშუალება, სხვა ინფორმაციაც მოგაწოდოთ“, - ამბობს იგი.

თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შექმნა ფეისბუკ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდო უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ.

2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, თამუნა მუსერიძის თქმით, მოხერხდა 700-ზე მეტი ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც.

თამუნა მუსერიძე 2023 წლის BBC-ის „100 ყველაზე გავლენიანი ქალის“ სიაში მოხვდა.

მისი თქმით, 31 წლის იყო, როცა გაიგო, რომ ნაშვილებია; ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში ბავშვების გაყიდვის „შავი ბაზრის“ შესახებ შეიტყო, რის შემდეგაც დააარსა ჯგუფი „ვეძებ“ და არაერთ ადამიანს მშობლების მოძებნაში დაეხმარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG