Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა და ჩიკა „ჩამოდან“


მიშა და ჩიკა „ჩამოდან“
please wait

No media source currently available

0:00 0:12:19 0:00

მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი ერთმანეთს ხუთი წლის წინ, დოჰის აეროპორტში შეხვდნენ. მიშა ლათინური ამერიკიდან, მოგზაურობიდან ბრუნდებოდა დროებით სახლში, ოზურგეთში, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრზე შეყვარებულ ჩიკას კი საქართველოსკენ ჰქონდა გეზი აღებული.

მას მერე ერთად არიან. ერთად შექმნეს „ჩამოც“ - სივრცე ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში, სადაც ერთი კოტეჯი და დიდი ეზო აქვთ. ამ ადგილას წყვილი მოგზაურებსაც მასპინძლობს და სამომავლოდ „ჩამოს“ ისეთ ადგილად ქცევა უნდათ, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ახალი რამის სწავლის, აზრების გაცვლის, ახალი გამოცდილებების შეძენის შესაძლებლობას გააჩენს.

მიშას და ჩიკას მიზანი აქ სახელოვნებო რეზიდენციის გაკეთებაცაა. უნდათ, რომ გურიაშიც არსებობდეს „გასაქცევი“ ადგილი, სადაც ადამიანები თავს უბრალოდ კარგად იგრძნობენ. ამისთვის ორივე ემზადება. ჩიკა ახლა „მოძრაობის თეატრში“ მუშაობს, მიშამ ახლახან დაასრულა კერამიკის შესწავლის კურსი, რომ ეს საქმე მერე „ჩამოში“ მისულებს ასწავლოს.

ორივეს ერთად წინ ბევრი გეგმა აქვთ - ყველა გეგმა ისევ გურიას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG