Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთაწმინდელები: სოლომონ დოდაშვილი


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“, რუბრიკით „ქართული“ აგრძელებს მთაწმინდელების ციკლს. დღეს საუბარი გვექნება მთაწმინდის ერთ-ერთ უდიდეს მკვიდრზე, ქართული მეცნიერების, წიგნიერების, ფილოსოფიის, ლოგიკის, რიტორიკისა და პოეტიკის, პატრიოტული განმანათლებლობისა და რესპუბლიკელობის ვარსკვლავზე, სოლომონ დოდაშვილზე.

იგი პირველია ჩვენს ისტორიაში, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო არა არისტოკრატიული წარმომავლობის მიუხედავად (მამამისი, იოანე დოდაშვილი მაღაროელი გლეხი იყო, რომელიც სასულიერო განათლების მიღების შემდეგ მღვდელი გახდა).

სოლომონმა 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828–1832 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. იყო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიმიტრი ყიფიანის პედაგოგი და სულიერი მამა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, აქტიური წევრი, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა. 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში. 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.

მთაწმინდელები: სოლომონ დოდაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:31:57 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG