მეუფე პეტრეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე დადებითად გადაწყდა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტისთვის მიმართვა, ის თავს ვერ შეიკავებდა "სოდომიის ცოდვის" მხილებისგან - „მამალაძის სახით მე ვიცავდი ეკლესიის ღირსებას“. როგორც მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ სტუმრობისას განაცხადა, კათალიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს (და სხვადასხვა დროს - სხვა სასულიერო თუ საერო პირებს) ჰომოსექსუალური კავშირის ამსახველი ფილმების ჩვენებას სთხოვდა და პატრიარქს ჰქონდა "ლტოლვა" დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ.