ვიკა ბუკია, რომელსაც კოვიდი სექტემბერში დაუდგინეს, თავს მშვენივრად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს, როცა ტვ პირველზე მის ყოველდღიურ გადაცემას ვუყურებთ.
მართალია, ამბობს, მალე ვიღლები, ხანდახან სიტყვები მავიწყდებაო, მაგრამ აშკარად არ უჩივის ენერგიას და უხარია მუშაობა. ვიკა ერთგვარი სტიმულია უამრავი კოვიდგადატანალისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც უკვე გაიმარჯვა ვირუსზე, მაგრამ შიშებისგან მაინც ვერ თავისუფლდება.
ამავე დროს, ვიკა აღიარებს, რომ კოვიდგადატანილი უკვე სტიგმით ცხოვრობს - ბევრს ეშინია მისი: ამას წინათ ლიფტში უცნობმა ქალმა სადეზინფექციო ხსნარი შეასხა, ვიღაც მაღაზიაში არ უშვებდა. აგრესიული ადამიანები მის ცხოვრებაში მაშინაც გაჩნდნენ, როცა საავადმყოფოში იწვა და იხრჩობოდა - წერდნენ, გამოტყდი, რამდენი გადაგიხადეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებული გეთამაშაო.
ვიკა გვიამბობს თავისი ავადმყოფობის ისტორიას, აღწერს იმ დროს, როცა კოვიდის ნიშნები გაუქრა, გვიზიარებს თავის გამოცდილებას კვებაზე, დღის რეჟიმზე. ვიკა ბუკია დარწმუნებულია, რომ კოვიდმოხდილ ადამიანებს შეუძლიათ ახლა უფრო მეტად იაქტიურონ და საზოგადოებისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთონ.