Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყურადღება მიიქცია დაზარალებულთა პარადოქსულმა შეფასებებმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით"


3 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ჯიშკარიანი, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე, რომელიც შეისწავლის ომით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობასა და განწყობებს. როგორც მარიამ ჯიშკარიანი აღწერს, მულტიპროფილური გამოკვლევის დროს ომით დაზარალებულ მოსახლეობაში გამოვლენილ განწყობებს, რომლებიც მიანიშნებს ე.წ. "სტოკჰოლმის სინდრომის" - მოძალადის მიმართ მსხვერპლის მიერ გამოვლენილ პარადოქსულ სიმპატიურ რეაქციას. კერძოდ, ომით დაზარალებულების თითქმის მეხუთედი ავლენს ერთგვარ სიმპატიურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის - ოკუპანტის მიმართ. ეს მაჩვენებელი, მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, მნიშვნელოვნად არის გაპირობებეული რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდით.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG