Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მივხვდით, რომ რაღაც პასუხისმგებლობა უნდა აგვეღო ხელში, მიუხედავად ჩვენი ასაკისა"


28 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მარიამ რიგვავა და ელენე კოკაია, მოძრაობის - "ნუ მომკლავ" აქტივისტები. მოძრაობა "ნუ მომკლავ" თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოზარდების ტრაგიკულად დასრულებული დაპირისპირების შემდეგ სპონტანურად შეიქმნა, რომ მოეწყოთ სოლიდარობის აქცია მოკლული მოზარდების ოჯახების მხარდასაჭერად. თუმცა, მოგვიანებით მოზარდებმა ჩათვალეს, რომ მიმდინარე გამოძიება კითხვის ნიშნებს აჩენდა და აქტივობაც გრძელდება. 27 მაისს კი მოძრაობამ - "ნუ მომკლავ" სოლიდარობის აქცია გამართა პარლამენტის შენობასთან. მარიამ რიგვავა "დილის საუბრებში" ამბობს: "მივხვდით, რომ, ასაკის მიუხედავად, რაღაც უნდა აგვეღო ხელში, რაღაც სოციალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა". ელენე კოკაია თვლის, რომ ახალგაზრდობა ეწირება უსამართლობას: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და სამართალი". მარიამ რიგვავა და ელენე კოკაია ლაპარაკობენ უფროს თაობაზეც, სკოლაზეც და იმაზეც, რომ მოზარდებს ყურადღებით უნდა მოუსმინონ:

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG