Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პროკურატურა ეფექტიანად ვერ ებრძვის სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს"


12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ზაქარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი/ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმესა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის განმარტებაზე საქართველოს კანონმდებლობაში. ის ითვლება დამამძიმებელ გარემოებად, თუმცა, გამოწვევად რჩება ამ მოტივის გამოვლენა, დადასტურება და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა დამნაშავისთვის. მარიამ ზაქარეიშვილი გამოყოფს ორ გამოწვევას ამ კუთხით: კვალიფიკაციის ნაკლებობასა და სახელმწიფოს ნების დეფიციტს. იურისტი უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თვლის ქსენოფობიის გამოვლინებებზე საზოგადოების რეაქციას: "არ უნდა გავჩუმდეთ!", - ამბობს მარიამ ზაქარეიშვილი.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG