Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივის ელექტრონული კატალოგი


ბაჩო კეკელია და მანუჩარ გუნცაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები
ბაჩო კეკელია და მანუჩარ გუნცაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ორწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა ცენტრში დაცული ხელნაწერების არქივის ელექტრონული კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც 14 მაისს გაიმართება.

ამ პროექტის მიზანია ცენტრში დაცული მასალის კვლევის გაადვილება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მარტივად შეარჩიონ მათთვის საინტერესო დოკუმენტი. ელექტრონული კატალოგი 20-მდე მონაცემის მიხედვით ძებნის საშუალებას იძლევა.

ამ დროისთვის ბაზაში შეყვანილია 500-მდე ერთეული. ელექტრონულ კატალოგზე მუშაობის პროცესი გრძელდება და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთანაც, მათთან დაცული მასალის ბაზაში ასახვისთვის. ამგვარად, ელექტრონული კატალოგი პერსპექტივაში იქცევა ერთიან პორტალად.

ცენტრის არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები - მანუჩარ გუნცაძე და ბაჩო კეკელია „დილის საუბრებში“ აღწერენ კატალოგზე მუშაობის პროცესს:

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG