ლუკას მძიმე ფორმის აუტიზმი აქვს. პანდემიისა და ჩაკეტილობის გამო, ლუკას გამწვავებულ ქცევასთან გამკლავება ოჯახისთვის შეუძლებელი გახდა. ქვეყანაში არ მოიძებნა სივრცე, სადაც მოზარდი მასზე მორგებულ ზრუნვას და დაცვას მიიღებდა. ოჯახი იძულებული იყო ლუკა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანა. ამ ეპიზოდში ნახავთ, როგორ შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილებამ მძიმე აუტიზმის მქონე ბავშვების ცხოვრება. ვიდეო-სერიები “პროცესი” მოგიყვებათ ადამიანებზე, რომელთა პრობლემის გადაჭრისთვის ერთადერთი გზა სასამართლო აღმოჩნდა.
ვიდეო მომზადდა რადიოთავისუფლების მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ‐დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო თავისუფლება და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს