თბილისში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ საბჭოთადროინდელ ლიფტებს იყენებს. თბილისის მერიის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონის გამგეობამ - 427, გლდანის გამგეობამ კი 204 ლიფტი შეაკეთა. თბილისის ლიფტების დიდი ნაწილის შეკეთება კი, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგალითად, დიღმის პირველ კვარტალში 54 წლის წინანდელი ლიფტი მუშაობს, რომელიც ხელით იღება. ამ ლიფტების ნაწილები აღარ იყიდება, კუსტარულად დამზადებული კი დიდხანს ვერ ძლებს.