Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიცხობრივად მეტია იმ ადამიანების დაკავება, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობს"


ლევან ასათიანი, "ემნისტი ინტერნეიშენალის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
ლევან ასათიანი, "ემნისტი ინტერნეიშენალის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.

ანგარიში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა და საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის შედეგებს აღწერს და მათ „გამანადგურებელს“ უწოდებს:

„მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის” გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე. რუსეთის მცდელობებმა, რომ ადმინისტრაციული ხაზი გადაააქციონ „საერთაშორისო საზღვრად” მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეუნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესიებსა და საგვარეულო სასაფლაოებს“.

ლევან ასათიანის თქმით, ანგარიში ეფუძნება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან ინტერვიუებს. პროცესში შესაძლებელი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები რამდენიმე ათეული მოქალაქის გამოკითხვაც. ის აღნიშნავს, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით ორივე მხარეს ზარალდებიან ადამიანები და ზოგადად თუ შევაფასებთ, ეს გაცილებით მტკივნეულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მისი ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე, ისინი რუსეთის ფედერაციას - ოკუპანტ ძალას შეახსენებენ მის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების უფლებებზე, ვინც ოკუპაციისა და ბორდერიზაციის შედეგად ზარალდება.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG