კორონავირუსი დაძლეულია. ძია ნოდარმა მუშაობა განაახლა
ნოდარ მანჩხაშვილმა, ძაღლების ფსიქოლოგმა, მუსიკოსმა, რომელსაც, კარგა ხანია, “ძია ნოდარი” შეარქვეს, კოვიდი დაძლია, საავადმყოფოდან გამოეწერა და თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა - ძაღლების “ფსიქოთერაპიას”. ახლა იმასაც ამბობს, რომ ჩაკეტილ გარემოში მოგზაურობაზე დაიწყო ოცნება: გაიხსნება თუ არა საზღვრები, პასპორტის ვადას გავაგრძელებ და სადმე წავალო... მანამდე კი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომლებმაც კოვიდი უკვე მოიხადეს, რა შეიძლება გააკეთონ ერთად იმათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.