ინტერვენცია: როგორ ჩაახშეს „პრაღის გაზაფხული“

ინტერვენცია

როგორ ჩაახშეს „პრაღის გაზაფხული“

10 აგვისტო, 2018

50 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარებისა და მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ჩაახშო კომუნისტური რეჟიმის რეფორმირების იმედი.

ერთად გავიაროთ იმ ადამიანების ნაკვალევზე, ვინც ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო 1968 წლის ზაფხულის დღეებში.

ორჯერ დააკლიკეთ ან გამოიყენეთ სლაიდერი ძველი და ახალი სურათების სანახავად.

პრაღის სტარომესტკის (ძველი ქალაქის) მოედანი 1968 წლის თებერვალში, დემონსტრაცია კომუნისტური გადატრიალების მე-20 წლისთავის აღსანიშნავად. CTK Photo/Karel Mevald

1968
2018

ჩეხოსლოვაკია, რომელიც სოციალისტურ რესპუბლიკად გადაიქცა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით 1948 წელს მოწყობილი კომუნისტური გადატრიალების შემდეგ, ეკონომიკურად შედარებით ძლიერი ქვეყანა იყო, თუმცა მაინც იტანჯებოდა საბჭოთა დიქტატის ქვეშ.

სტალინისა და სოციალიზმისადმი მიძღვნილი მასიური გრანიტის ძეგლი პრაღას გადაჰყურებდა, სანამ მას 1962 წელსდესტალინიზაციის პროცესში დაანგრევდნენ. Public Domain

1962
2018

1960-იან წლებამდე ათასობით ჩეხი და სლოვაკი პოლიტიკური შეხედულებებისათვის იქნადაპატიმრებული ან სხვასახით რეპრესირებული, სიკვდილით დასჯის ჩათვლით. სტალინის, ხოლო მის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობისას ჩეხოსლოვაკია შიშში ცხოვრობდა.

კომუნისტური პარტიის ლიდერი ალექსანდერ დუბჩეკი მიდის პარლამენტის სესიაზე სამხედრო ინტერვენციიიდან რამდენიმე თვის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარებს რეტროაქტიულად მიენიჭა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. Jovan Dezort(CTK)

1968
2018

1968 წლის იანვარში ალექსანდერ დუბჩეკი (ცენტრში) გახდა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ლიდერი. ღიმილიანმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა გამოაცხადა, რომ აპირებდაცენზურის შემცირებას და ბევრისათვის საძულველი საიდუმლო პოლიციის უფლებამოსილების შეზღუდვას. დუბჩეკი ხალხს დაჰპირდა „სოციალიზმს ადამიანური სახით.”

პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედნზე, ქალი უსმენს ცნობებს სამხედრო ინტერვენციის შესახებ და ხელში უკავია გაზეთი, რომლის პირველ გვერდზეც ჩეხურად და რუსულად წერია: „რატომ? CTK

1968
2018

ცენზურა გაუქმდა, ჩეხოსლოვაკიის მედიამ დაიწყო კორუფციაში, მკვლელობებსა და სხვა დანაშაულებში ოფიციალურ პირთა მამხილებელი სტატიების გამოქვეყნება. გამოხატვის ახალშეძენილი თავისუფლებით გათამამებულმა ჩეხებმა და სლოვაკებმა ახლა ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაც მოითხოვეს.

კრემლიდან ბრეჟნევი და სხვა ფუნქციონერები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ ანგრევდა „პრაღის გაზაფხული“ ჩეხოსლოვაკიის ხისტ სახელმწიფო აპარატს. დემოკრატიით ინფიცირების საფრთხე აშკარად გამოიკვეთა, როცა სტუდენტები ვარშავის ქუჩებში გავიდნენ და ჩეხოსლოვაკიისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

საბჭოთა ტანკს მიზანში აქვს ამოღებული მათიასის კარიბჭე პრაღის ციხე-კოშკთან. CTK

1968
2018

1968 წლის 21 აგვისტოს დილას 250 000-მდე ჯარისკაცი, 2 000 ტანკი და ასობით თვითმფრინავი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან დაპოლონეთიდან. ნაცისტური ინტერვენციიდან სულ რაღაც 29 წლის შემდეგ ჩეხები და სლოვაკები კვლავ უცხოელი ჯარისკაცების პირისპირ აღმოჩნდნენ.

ინტერვენციის პირველ დღეს ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარისკაცები გუშაგობენ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ ოფისთან. CTK

1968
2018

სულ რამდენიმე საათში პრაღაში დააკავეს ალექსანდერ დუბჩეკი (უკანა პლანზე ჩანს მისი ადმინისტრაციის შენობა) და დასაკითხად წაიყვანეს მოსკოვში.

ადგილობრივი მოსახლეობა პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, წინ ეღობება საბჭოთა ტანკებსა და ჯარისკაცებს. CTK

1968
2018

გაოგნებული ჩეხები და სლოვაკები პასუხს სთხოვდნენ მათ ქვეყანაში შეჭრილ ჯარისკაცებს, რომელთაგან ბევრს სამოქალაქო ფორმა ეცვა, ადგილობრივებივით.

შეკრებილი ხალხის დასაშლელად ჯარისკაცებიჰაერში ისვრიან პრაღაში პატრულირების დროს. Tiedemann/ullstein bild via Getty Images

1968
2018

ჩეხოსლოვაკიაში შეჭრილ ჯარისკაცებს დახვდათ მოსახლეობა, რომელიც უკმაყოფილებას არ მალავდა, ხოლო კრემლს ლამის ერთსულოვნად აკრიტიკებდა მთელი მსოფლიო.

CTK

1968
2018

ჩეხოსლოვაკი ჯარისკაცები, მართალია, სამხედრო ბაზებზე რჩებოდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა სამოქალაქო პირებმა ბარიკადები აღმართეს, ქუჩის აბრები შეცვალეს და აალებადი ყუმბარებიც კი დაუშინეს მათ ქვეყანაში შეჭრილ ჯარისკაცებს, თუმცა ბრძოლა არათანაბარი იყო და ჩეხოსლოვაკების ერთადერთ იმედად მსოფლიოს მზარდი პროტესტი რჩებოდა.

ადგილობრივები წინააღმდეგობას უწევდნენ ჯარისკაცებს პრაღის ცენტრში, სახელმწიფო რადიოს შენობასთან, სადაც ბარიერები აღმართეს და ტანკებს შეუტიეს. Libor Hajsky (Reuters)

1968
2018

ყველაზე გახმაურებული ბრძოლა გაიმართა დედაქალაქის ცენტრში, ჩეხოსლოვაკიის რადიოს ცენტრალურ ოფისთან. 15 ადამიანი დაიღუპა შეტაკებისას, როცა ხალხმა სცადა არ შეეშვა ჯარისკაცები რადიოს შენობაში.

კაცი აფრიალებს სისხლში მოსვრილ ჩეხოსლოვაკურ დროშას მაშინ, როცა საბჭოთა ჯარისკაცები პრაღაში ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილდებიან. AFP

1968
2018

ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 137-მდე სამოქალაქო პირი, ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარისკაცებმა ბოლო მოუღეს პრესის თავისუფლებას და მოამზადეს ნიადაგი ჩეხოსლოვაკიაში ვითარების, საბჭოთა გაგებით, „ნორმალიზაციისათვის“.

ჩეხოსლოვაკიაში ტანკების შეჭრიდან მე-10 დღეს, 31 აგვისტოს, კაცი ათვალიერებს სამხედრო ინტერვენციისა და ნგრევის შედეგებს. AFP

1968
2018

მაშინ, როდესაც ჩეხოსლოვაკები სისხლისა და ნანგრევებისაგან წმენდნენ ქუჩებს, ბრეჟნევმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი მზად იყო სამხედრო ინტერვენციისათვის, თუკი რომელიმე კომუნისტური ქვეყანა შეეცდებოდა პარტიის კურსიდან გადახვევას.ერთი მწერლის მოსწრებული სიტყვით, „ბრეჟნევის დოქტრინა“ მდგომარეობდა შემდეგში: მშრომელნო ყველა ქვეყნისა, გაერთიანდით, თორემ გესვრითო."