იმამურა აკირა - "საქართველო ასრულებს მნიშვნელოვანი დერეფნის როლს, მაგრამ საჭიროა განვითარებული ინფრასტრუქტურა"
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა რადიო თავისუფლების ეთერში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ლაპარაკობს და მათ შორის, ეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივასაც. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.