Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზოგადოება მიმდინარე სოციალური პრაქტიკების სანქცირებას ეძებს წარსულში"


18 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ბოლო დღეებში საზოგადოების განწყობების გამოვლინებებსა და მათ საფუძვლებზე. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა დღევანდელობის, ან მიმდინარე სოციალური პრაქტიკების სანქცირებას ეძებს წარსულში", - ამბობს სოციოლოგი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის თანამედროვე საზოგადოების მახასიათებელი. იაგო კაჭკაჭიშვილი აღწერს ტრადიციით ნაკარნახევ აზროვნების მოდელს და ლაპარაკობს "ფორმალურ დემოკრატიაზე", როცა "ზემოდან ნაკარნახევი" დემოკრატიული ფასეულობების შეთვისება საზოგადოების მიერ - "დემოკრატიის ინტერნალიზაცია" არ ხდება. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, საზოგადოება სულდგმულობს წარსულით და აქვს სიახლის და უცხოს შიში.

იაგო კაჭკაჭიშვილი აგრესიის მიზეზებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:36 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG