Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკეს ომის დღიურები


თორნიკეს ომის დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:33:38 0:00

თორნიკე გოგუაძე უკრაინაში მოხალისედ ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. უკვე წელიწადი და ორი თვეა, ფრონტზეა.

მანამდე დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა, მუშაობდა და ომი მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი, მაგრამ როგორც გვიყვება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსვენება დაკარგა და წასვლის გადაწყვეტილებაც ძალიან მალე მიიღო.

მისთვის ამ ომში ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლასაც უტოლდება და მეუბნება, რომ ომის დასრულებამდე იქ დარჩება. მერე კი, მერე ერთ ფურგონს იყიდის და მსოფლიოს შემოუვლის.

თორნიკე პირველივე დღიდან ყველაფერს იღებს და ამბობს, რომ ეს არქივი მოჰყვება მასზეც და მის თანამებრძოლებზეც.

ეს ინტერვიუ რამდენიმედღიანი შესვენების პერიოდში, როტაციის დღეებში ჩავწერეთ.

დღეს, საღამოს თორნიკე უკან, ფრონტზე ბრუნდება.

XS
SM
MD
LG