Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მსუბუქი დაზიანება მიიღო პოლიციელმა, რომელსაც რკინის ყავარჯენი შუბლში მოხვდა“


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდში, თამარ ზანთარაიას 4 დეკემბერს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არავინ დახვდა. იქაურობა მილაგებული იყო და ჩამსხვრეული შუშების ადგილას ბანერები იყო მიფარებული. ჟურნალისტი „დილის საუბრებში“ ყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან 3 დეკემბერს, საღამოს მომხდარსა და სახელმწიფოს რეაგირებაზე. საპროტესტო მსვლელობა დილიდანვე იყო დაანონსებული და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თავად გააფრთხილა პოლიცია მოსალოდნელ ხიფათზე. საათზე მეტ ხანს გაგრძელდა სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მყოფი ადამიანების მიმართ პროტესტის აგრესიული ფორმით გამოხატვა - კვერცხებისა, ბოთლების, ცოცხებისა და რკინის ყავარჯნების სროლით, რაც ბოლოს პარტიის ოფისის ფასადის შუშის ჩამსხვრევით დასრულდა. შეკრებილები თავიანთი გადაწყვეტილებით დაიშალნენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ყვება, რომ ერთ-ერთი ნასროლი ყავარჯენი სამართალდამცავს შუბლში მოხვდა და მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს, უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შუშის ჩამსხვრევის ფაქტზე და რომ დაზიანებული პოლიციელი არ ჰყავთ:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG