უკრაინის მხარდასაჭერი გამოსვლები, ევროპული არჩევანის ერთგულების დემონსტრირება, რუსი მოქალაქეების კილომეტრიანი რიგი საზღვარზე და 2022 წლის სხვა მნიშვნელოვანი ამბები რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ფოტოობიექტივში.
"ალილო" თბილისის ქუჩებში ფეხით მსვლელობის გარეშე. 2022 წლის 7 იანვარს კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
ხედი ყოფილი სანატორიუმი „ქართლიდან", დევნილთა 7-სართულიანი საერთო საცხოვრებლის სახურავიდან 52 წლის კაცი გადახტა. მეზობლები ამბობენ, რომ მას თვითმკვლელობით ხელისუფლების ყურადღების მიქცევა სურდა. დევნილები გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან.
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია თბილისში. საქართველოს დედაქალაქში 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრას აპროტესტებენ.
პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში გასაგზავნ დახმარებას აგროვებენ.
ბუჩის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
წვიმიან დღეს აქციის მონაწილეები ძირს ისე დაწვნენ, როგორც ბუჩიდან გავრცელებულ ფოტოებზეა - ხელებშეკრული, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
მოქალაქეები თბილისის აეროპორტში პატივს მიაგებენ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპა 36 ქართველი მებრძოლი.
ვაკის პარკი რეაბილიტაციის გამო დახურულია. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად ომის ვეტერანები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მიიწვიეს.
ომის ხანდაზმულ მონაწილეებს თითო ბოთლი ქართული წითელი ღვინო აჩუქეს. 2018 წლის ჩამოსხმის „მუკუზნის” ბოთლებზე სტალინის შავ-თეთრი ფოტო იყო გამოსახული დიდი ოქროსფერი წარწერით STALIN.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის პროტესტი ორი თვე გრძელდება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელია.
არსებული შენობები 550 სტუდენტს ჰყოფნის. მათგან 320 ადგილი ლისის საერთო საცხოვრებელზე მოდის, რომელიც 2013-2014 წლებში აშენდა.
მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. პროექტი 6 388 000 ლარი დაჯდა.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე საკუთარი სახელები და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები დაწერეს.
აქცია ლოზუნგით "შინ ევროპისკენ" პარლამენტის წინ დაიწყო და ათასობით მოქალაქე შეიკრიბა ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნით და ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად.
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი "პრაიდის კვირეულის" ღონისძიებაზე, რომელზეც ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმი "სველი ქვიშა" აჩვენეს.
გამცილებელმა, ვასილი ტკაჩენკომ ომის დაწყება ღამის ცვლაში გაიგო.
სახელმწიფო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დაშლას გეგმავს - ეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნაწილია. პანსიონის ბინადრებმა არ იციან, სად მოუწევთ გადასახლება.
გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულთა დაკრძალვა. კატასტროფისას ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - ოთხი პილოტი, ორი მაშველი და ორი მედიკოსი.
76 წლის თამარ ჩიტაშვილი სოფელ სამებაში ნათესავთან ერთად ცხოვრობს.
ამ ლამაზმა სოფელმა ყურადღება ხშირი მიწისძვრებით მიიპყრო.
22-კომლიანი სამება მადათაფას ტბასთან, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
პარლამენტის წინ საქართველოში მცხოვრებმა ირანის მოქალაქეებმა ირანელი ქალების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ირანში პოლიციის სპეციალური დანაყოფები ქუჩაში უსწორდებიან ქალებს, რომლებსაც ჰიჯაბის ტარება არ სურთ.
ლალი ხარზიანი აფხაზეთიდან წამოღებულ ღუმელთან.
ლალი აფხაზეთში ომის დაწყებამდე სოფელ განახლებაში ცხოვრობდა. ჭუბერში ომის შემდეგ დასახლდა. ძველი სახლიდან შემორჩენილ ორ ნივთს - შეშის ღუმელსა და თუჯის ქვაბს - დღემდე იყენებს.
2008 წელს კოდორიდან წამოსულ დევნილებს ის მთელი წელი პატრონობდა.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსზე" მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო მანქანამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი, იგივე კარიბჭე ჩამოანგრია. ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.
"მამაც უკრაინელებს ქართველებისგან" - საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები 335 გენერატორს გზავნიან. საქველმოქმედო ფონდში ხალხმა, ორგანიზაციებმა და ბიზნესმენებმა ერთობლივად 490 ათასი ლარი შეაგროვეს.
თბილისში, წერეთლის გამზირზე, "კოკა-კოლის" ყოფილ ქარხანაში, ასეულობით ადამიანი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართვას შეუერთდა. ხელმომწერები პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ სამკურნალოდ.
საახალწლო სოფელი პრეზიდენტის სასახლესთან.