Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაურ მჭედლიშვილი: "ის უკვე "სულთანია""


25 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზაურ მჭედლიშვილი, აღმოსავლეთმცოდნე. მან ილაპარაკა თურქეთში 24 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ზაურ მჭედლიშვილმა აღწერა თურქეთის პოლიტიკური კონტექსტი და რეჯეფ ტაიპ ერდოანის პოლიტიკური მიზანი - განუსაზღვრელი საპრეზიდენტო ძალაუფლების დაკანონება. უკვე არსებული ინფორმაციითაც ნათელია, რომ მეორე ტური არ იქნება, ერდოანმა გაიმარჯვა არჩევნებში და უკვე მილოცვებსაც იღებს. ამ არჩევნების შედეგებმა ერთი მხრივ ერდოანს მისცა ის შედეგი, რაც მას სურდა ვადამდელი (17 თვით ადრე დანიშნა) ჩატარებული კენჭისყრით - მან დროზე ადრე კიდევ უფრო განიმტკიცა ძალაუფლება და მეორე მხრივ, აჩვენა ამომრჩევლის საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა (30%-ზე მტი) ოპოზიციური კანდიდატისადმი (მუარემ ინჯე). ოპოზიციის მხარდაჭერის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად უნდა შეფასდეს იმ პოლიტიკისა და რეპრესიული ნაბიჯების ფონზე, რასაც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დგამს რეჯეფ ტაიპ ერდოანი. ზაურ მჭედლიშვილი ლაპარაკობს აგრეთვე საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ამოცანებზე, თურქეთში ჩატარებული არჩევნების კონტექსტში.

ზაურ მჭედლიშვილი არჩევნებზე თურქეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:30:39 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG