თბილისში, ცენტრალურ ქუჩებზე, რკინის ძელებზე შემდგარი დამტვრეული ავტომობილები გაჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სანდო წყარომ, იდეის ავტორის ვინაობა და იდეის მიზანი, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ამავე წყაროს ინფორმაციით, იდეა არ ეკუთვნის კერძო კომპანიას.
შსს-ს პრეს-სამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათთვის უცნობია, ვინ დადგა ქალაქში ამოყირავებული ავტომობილები. მერიაში კი გვითხრეს, რომ კამპანია ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აქციის ნაწილია.
გასაიდუმლოებული ინსტალაციები დგას ჭავჭავაძის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თამარაშვილის ქუჩაზე.